მიმტანი საირმეში
ბაღდათი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
21 სექ - 21 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კურორტი "საირმე" მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. "საირმე" ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა მინერალური სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტ "საირმის" რეაბილიტაციის  შემდეგ  კომპლექსში წარმოდგენილია 2 სასტუმრო, ჯამში 256 ნომრით, სადაც 700-მდე ადამიანის  განთავსებაა შესაძლებელი.

კურორტზე ფუნქციონირებს სპა და ველნეს ცენტრი, დიდი მოცულობის კომპლექსი 57 ტიპის თერმული და მინერალური წყლებით გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საკურორტო პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო საირმის ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიცაა,  თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური კონსულტირება. 


 კურორტი საირმე აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე:


ფუნქცია-მოვალეობები:

  • რესტორნის გაღებისას მაგიდების მომზადება;
  • სპეციალური ღონისძიებების მომზადებისას, მაგიდებისა და ადგილების რეზერვირება;
  • სტუმრებისთვის მაგიდების განაწილება, მათი მიყვანა, დასმა;
  • მენიუს შეთავაზება, აუცილებლობის შემთხვევაში, დახმარება კერძებისა და სასმელების არჩევაში;
  • აპერიტივის შეთავაზება;
  • კერძების შეკვეთის მიღება;
  • ღვინოებისა და  სასმელების შეკვეთის მიღება;
  • უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების შეკვეთის მიღება;
  • კერძების მოტანა სამზარეულოდან რესტორნის დარბაზში;
  • სასმელების მოტანა ბარიდან რესტორნის დარბაზში;
  • სუფრაზე კერძების მორთმევა;
  • სუფრაზე ღვინოებისა და მაგარი სასმელების მორთმევა;
  • სუფრაზე უალკოჰოლო სასმელების მორთმევა;
  • დესერტის მორთმევა;
  • კერძების, თეფშების, სუფრის დანების, ჩანგლების, შეცვლა;
  • სუფრის ალაგება;
  • სუფრაზე ხილის გაწყობა;
  • ყავის სუფრის გაწყობა;
  • შეკვეთი შეჯამება, კლიენტებისთვის ანგარიშის გამოწერა;
  • სტუმრების  მიერ რესტორანში დაკარგული(დატოვებული) საგნების შენახვა;
  • შეტყობინება რესტორნის მოწყობილობის, ინვენტარის დაზიანების შესახებ;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია ინგლისურის ცოდნა;

 

პიროვნული უნარ/ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოტივირებული, კრეატიული;
  • სიახლის ათვისების უნარი;
  • პუნქტუალური, სწრაფი;
  • მოქნილობა, მოხერხებულობა;

 

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "კურორტი საირმემ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge    
შ.პ.ს. „კურორტი საირმე“ გისურვებთ წარმატებას!
 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი