უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ასისტენტი საირმეში
ბაღდათი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
21 სექ - 21 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კურორტი "საირმე" მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. "საირმე" ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა მინერალური სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტ "საირმის" რეაბილიტაციის  შემდეგ  კომპლექსში წარმოდგენილია 2 სასტუმრო, ჯამში 256 ნომრით, სადაც 700-მდე ადამიანის  განთავსებაა შესაძლებელი. 

კურორტზე ფუნქციონირებს სპა და ველნეს ცენტრი, დიდი მოცულობის კომპლექსი 57 ტიპის თერმული და მინერალური წყლებით გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საკურორტო პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო საირმის ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიცაა,  თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური კონსულტირება.  

 

კურორტი საირმე აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე: 

 

კონტაქტები : 

შიდა კონტაქტები :  

  • იღებს ინფორმაციას. კომპანიის ფუნქიონირებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას თითოეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძვანელის, ან თანამშრომელისაგან.  
  • გასცემს ინფორმაციას. გენერალურ დირექტორს და HOD-ს თანამდებობისთვის შესაფერისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში.  

 

გარე კონტაქტები : 

  • იღებს ინფორმაციას. თანამდებობისთვის შესაფერისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში.  
  • გასცემს ინფორმაციას. თანამდებობისთვის შესაფერისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში. 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო  სტუმრებისა და თანამშრომელთათვის.  
  • მოახდინოს დროული რეაგირება პატრულირების და ყოველდღიური მოხსენებებში დაფიქსირებულ დარღვევებზე. 
  •  მოახდინოს გენრალური გასაღებების, პლასტიკური გასაღბების  და დალუქული გასაღებების რეგულარული აღწერა, გაცემა და ზედამხედველობა.  
  • ზედამხედველობა გაუწიოს სახანძრო, ვიდეოსამეთვალყურეო, განგაშის სისტემებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობების გამართულად ფუნქციონირებას. 
  •  ზედმიწევნით დაიცვას დაცვის სამსახურის შინაგანაწესი და უზრუნველყოს თანამშრომელთა მხრიდან თვითოეული სამუშაო პროცედურის სწორად შესრულება.  
  • მოახდინოს სტუმართა კონტროლი და უზრუნველყოს არასასურველი სტუმრების შენობიდან დროული გასტუმრება.  
  • დაიცვას დამქირევებელთა, სტუმართა და თანამშრომელთა ინფორმაციის კონფიდენციალურობა.  
  • იცნობდეს შენობის საკუთრებას, მოახდინოს დროული და ეფექტური რეაგირება დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევებზე.  
  • აღმოაჩინოს საფრთხისშემცველი გარემოებები და უზრუნველყოს  ყოველგვარი რისკების დროული აღმოფხვრა. 
  •  იყოს კომუნიკაბელური სტუმრებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას.  
  • საგანგებო ვითარების ან სტიქიური უბედურების  შემთხვევაში შეასრულოს ლიდერის როლი ეფექტურად, რათა მინიმუმამდე დავიდეს  სტუმრებზე, თანამშრომლებზე და შენობაზე მიყენებული ზიანი. 
  • მოახდინოს კრიმინალური და ნებისმიერი სახის დარღვევის დეტალური გამოძიება და დაუყოვნებლივ მოახსენოს გენერალურ დირექტორს. 
  • დახმარება გაუწიოს ნებისმიერ დაშავებულ პირს შენობაში. 
  • უზრუნველყოს დაცვის სამსახურის შინაგანაწესის ზედმიწევნით შესრულება და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინოს დროული და ეფექტური რეაგირება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •  უსაფრთხოების თანამშრომლად მუშაობის გამოცდილება; 
  •  სასურველია  სასტუმროში უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის გამოცდილება; 
  •  სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა; 

 

პროფესიული უნარები: 

  • დროის მართვისა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი; 
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა; 
  • ეფექტური დელეგირების უნარი; 

 

პიროვნული უნარ/ჩვევები: 

  • ორგანიზებულობა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • მოტივირებული, კრეატიული; 
  • გამოსავლის ალტერნატიული გზების ძიების უნარი; 
  • სიახლის ათვისების უნარი; 
  • პუნქტუალური, სწრაფი; 
  • მოქნილობა, მოხერხებულობა; 

 
 

 

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "კურორტი საირმემ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც. 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge     

შ.პ.ს. „კურორტი საირმე“ გისურვებთ წარმატებას! 

უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)