HR სპეციალისტი რეკრუტინგის მიმართულებით
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
21 სექ - 20 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

,,გალფ ოილ ინტერნეშენალის“  ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - “სან პეტროლიუმ ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის (რეკრუტინგის მიმართულებით) პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: გალფის სკოლა, „ისთ ფოინთის“ მოპირდაპირე მხარეს (კახეთის გზატკეცილზე). 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ფეისბუქის და სხვა არხების მეშვეობით, კადნიდატების მოძიება; 
  • მიზნობრივ დასაქმების ჯგუფებში, ვაკანსიის პოსტების განთავსება და დაინტერესებული კადნიდატებისთვის ინფორმაციის მიწოდება; 
  • დაინტერესებული კანდიდატების მყისიერი პასუხის გაცემა კომენტარებსა და მესენჯერში; 
  • საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება და დაკავშირება; 
  • პირველადი რეკრუტინგი; 
  • წინა ხაზის თანამშრომლებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მხარდაჭერა; 
  • პირადი კონტაქტი თვითოეულ თანამშრომელთან ინფორმაციის მიღების მიზნით; 
  • ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის კონტროლი; 
  • მენეჯერებისა და ადმინისტრატორების მხარდაჭერა კადრებთან დაკავშირებულ საკითხებზე; (მიღება, განთავისუფლება, გადაადგილება). 

 

პიროვნული მახასიათებლები: 

  • სასიამოვნო კომუნიკაციის უნარი; 
  • გაწონასწორებული, თავაზიანი; 
  • შრომისმოყვარე და ენერგიული;  
  • მოტივირებული და ორგანიზებული; 
  • დისციპლინირებული; 
  • პასუხისმგებლობის მქონე. 

 

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება - სასურველია ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით; 
  • გამოცდილება რეკრუტინგის მიმართულებით; 
  • სასურველია გამოცდილება ტრენინგების მიმართულებით; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: career@gulf.ge მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე. 

 

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: 

ეთანხმებით, რომ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; 

ანიჭებთ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**. 

* 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიაში“ თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები. 
 

ადამიანური რესურსები
პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი,
HR სპეციალისტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
საერთაშორისო კომპანია