საინჟინრო სერვისების გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
01 ოქტ - 21 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანიათბილისი მედიკ აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო სერვისების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.   

თბილისი მედიკი მე-12 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.   

კომპანიის განაცხადია : „ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში“.  

 ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი. 

გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან კორპორაციული თანამშრომლებისა, თბილისი მედიკი ასევე ოპერირებს საცალო მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 4 მაღაზიით (2 თბილისი, 1 ქუთაისი, 1 ბათუმი).  

ჩვენი გუნდი ქართული სამედიცინო სფეროს მხარდასაჭერად ძალისხმევას არ ზოგავს.  

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საინჟინრო სერვისების, არსებული და პოტენციური კლიენტების სრულყოფილად შესწავლა;
  • ყოველდღიური გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
  • კომპანიისა და მისი სერვისების ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
  • მიზნობრივი ფოკუსჯგუფების სრულფასოვანი ბაზის შექმნა;
  • კონკურენტების შესწავლა;
  • საინჟინრო მიმართულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა;
  • ქვეყნის მასშტაბით სამსახურეობრივი მივლინებები პარტნიორი კლინიკების მოძიების და მათთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.

 

ძირითადი მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების  სფეროში მინიმუმ 1 წელი;
  • სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • ავტომობილის მართვის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • სასურველია ინგლისური  ენის ცოდნა;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დროის განკარგვის ეფექტურობა

 

სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 18:00 სთ 

შრომითი ანაზღაურება : ფიქსირებული 800 ლარი + საბონუსე სისტემა + ტრანსპორტირების ხარჯები

ადგილმდებარეობა:  თბილისი, ქ. ლუბლიანას 28ა   

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge    2022 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით  ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: საინჟინრო სერვისების გაყიდვების მენეჯერი
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
  
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.  

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი