შოუ-რუმის გაყიდვების კონსულტანტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
21 სექ - 20 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ჯი არ სი“ –  2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. „ჯი არ სი“ ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

 

„ჯი არ სი“ აცხადებს ვაკანსიას შოუ-რუმის გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

 

ადგილმდებარეობა: ბათუმი, ლერმონტოვის #111

განაკვეთი: სრული.

აუცილებელია კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი იყოს აჭარის რეგიონი!


მოვალეობები

  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების გენერირება;
  • არსებული სერვისებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • ანალიზის კარგი უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2022 წლის 23 ოქტომბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  -  „ბათუმის შოუ-რუმის გაყიდვების კონსულტანტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

„ჯი არ სი“ გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი