მწვანე საფარის მომვლელთა ზედამხედველი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
02 ოქტ - 21 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს თაბორი რიზორთსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:მწვანე საფარის მომვლელთა ზედამხედველი 

 

პოზიცია: მწვანე საფარის მომვლელთა ზედამხედველი / Chief Greenkeeper
დამსაქმებელი: შპს თაბორი რიზორთსი - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული

http://gcfund.ge/en/gtdf/10/Paragraph-Golf-%26-Spa-Resort-Tabori-Hill

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გოლფის მოედნის ტექნიკური მენეჯერის მხარდაჭერა გოლფის მოედნის და მიმდებარე ტირიტორიის მოვლა პატრონასა და  მაღალი სტანდარტის  შენარჩუნებაში. 
  • მწვანე საფარის მომვლელთა საქმიანობის ზედამხედველობა;
  • გოლფის მოედნის სათამაშოდ მომზადება;
  • ხელმძღვანელის მითითებით ხე-მცენარეების გასხვლა/ფორმირება (ხმელი, დაზიანებული ტოტების მოჭრა, ტერიტორიიდან გამოტანა და სპეციალურ ადგილას დროებით განთავსება) 
  • არსებული ხე-მცენარეების შეწამვლა 
  • მცენარეების მოვლა/მორწყვა
  • ბალახის გათიბვა, დასუფთავება და სხვა მოვლითი სამუშაოები   
  • მომიჯნავე ტერიტორიების მოვლა-პატრონობა: ხის ზედმეტი ტოტების მოჭრა, დაზიანებული ტერიტორიების შეკეთება, მოედნის ნიშნულების შეცვლა, მოედნის მორწყვა და საჭირო სასუქის / ქიმიკატების ტერიტორიაზე შეტანა
  • ტერიტორიის მავნებლებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარება და კონტროლი
  • წინასწარ გაწერილი გრაფიკით ტერიტორიის მოვლა
  • ნიადაგის ან რაიმე ინერტული მასალისაგან წარმოქმნილი ბორცვების გაშლა
  • საირიგაციო სისტემების აპარატურისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა
  • გოლფის მოედნის მოვლა პატრონობისთვის განკუთვნილი აპარატურის და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
  • საჭირო აპარატურის , აღჭურვილობის , მათი მოხმარებისთვის საჭირო დამხმარე ნაწილების მარაგების კონტროლი, შესაბამისი შესყიდვების ინიცირება. ამის შესახებ საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
  • რეპორტების წარმოება გოლფის მოედნის ტექნიკური მენეჯერისთვის და მენეჯმენტისთვის მოთხოვნისამებრ 
  • ტრენინგების ჩატარება ახალი თანამშრომლებისთვის, ასევე დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/ ტრენინგი გოლფის მოედნის ტექნიკური გუნდისთვის;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა


საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:

  • პროფესიული ან აკადემიური განათლება, სასურველია აგრო მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2  წლიანი გამოცდილება
  • ქიმიკატების და სასუქების  გამოყენების ცოდნა;
  • სასურველია საირიგაციო სისტემებში სამუშაო გამოცდილება
  • ქართული და  ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2022წლის 20 ოქტომბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ლანდშაფტი (გამწვანება)