პროდუქციის მენეჯერი/კარდიოლოგიის მიმართულება
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
21 სექ - 21 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია “GM PHARMA” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროდუქციის მენეჯერი/Product Manager (კარდიოლოგიის მიმართულება)

 

სამუშაოს აღწერილობა:

  • ფარმაცევტული, სამედიცინო ბაზრის მონაცემების და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გამოკვლევა, შეჯამება და ანგარიშების შედგენა
  • ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება
  • გაყიდვების დაგეგმარებისა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა
  • პროდუქციის დეტალური შესწავლა, სამედიცინო-სამეცნიერო ინფორმაციის დამუშავება
  • საპრომოციო, საინფორმაციო, სარეკლამო, საპრეზენტაციო მასალების მომზადება
  • შეხვედრების, სამედიცინო-სამეცნიერო სიმპოზიუმების, სემინარების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება
  • წამყვან ექიმი-სპეციალისტებთან პერსონალური ვიზიტების განხორციელება
  • სამედიცინო წარმომადგენლებთან ორმაგი ვიზიტების განხორციელება მათი სამედიცინო-სამეცნიერო ცოდნის გაღრმავების მიზნით
  • გაყიდვების გუნდისთვის სატრენინგო მასალის, ტესტური კითხვების მომზადება
  • სამედიცინო წარმომადგენლების/გაყიდვების ჯგუფის მენეჯერების ტრენინგი, ტესტირება
  • რეგისტრაციის განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა - პროდუქტის ბრენდის, დიზაინის, ანოტაციის, პირველადი და მეორეული შეფუთვის ტექსტების მომზადებაში მონაწილეობა
  • კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ინიცირებული დამატებითი მოვალეობების შესრულება

 

განათლება და კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის/სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი)
  • ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel, Word, PowerPoint) კარგად ცოდნა
  • მართვის მოწმობა (სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა)

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები
  • ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
  • პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • კრეატიულობა

 

გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე.

დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე

 

გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ:

  • ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
  • კვარტალური საბონუსე სისტემა
  • სოციალური პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)

 

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 20 ოქტომბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com  გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

 

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

GM PHARMA-ში მუშაობს 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა).

GM PHARMA >150 ბრენდითა და >230 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში და მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს, საკვები დანამატების ჩათვლით.

GM PHARMA 2017 წლიდან წარმოადგენს №1 კომპანიას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით. რამდენიმე საექსპორტო ქვეყანაში კი, საბაზრო წილის მიხედვით, GM PHARMA ტოპ-კომპანიების ხუთეულში შედის.

GM PHARMA, 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერი“ მფლობელი გახდა და აღიარებულ იქნა საუკეთესო ფარმაცევტულ კომპანიად საქართველოში დასაქმებულებზე დანახარჯების მიხედვით, რაც გულისხმობს როგორც საშუალო ხელფასს, ასევე ჯამურ დანახარჯებს დასაქმებულებზე, სხვადასხვა ბენეფიტებისა თუ თანამშრომლების ტრენინგებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხების ჩათვლით.

GM PHARMA ფოკუსირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მკურნალობის უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვაზე. კომპანიის მიზანია, მოახდინოს სხვადასხვა პათოლოგიის პრევენცია, მკურნალობა და ბაზარზე არსებული თერაპიული საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება.

 

კარდიოლოგიური განხრა GM PHARMA-სთვის ყველაზე პრიორიტეტულ, სტაბილურად მზარდ და მუდმივად განახლებად მიმართულებას წარმოადგენს. კომპანია ფართე კარდიოლოგიურ პორტფელს ფლობს, რომელსაც კომპანიის საერთო გაყიდვებში თითქმის 30% უკავია და ქართულ ბაზარზე 16 ბრენდითა და გამოშვების 43 ფორმითაა წარმოდგენილი.

სამედიცინო
სხვა (სამედიცინო),
ფარმაცია