შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600+ ბონუსი
  • ინგლისური,რუსული
21 სექ - 21 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია “ძილის თანამედროვე ტექნოლოგიები” საერთაშორისო კორპორაციის “TEMPUR Sealy International, Inc.” ექსლუზიურ პარტნიორს წარმოადგენს საქართველოში. 2018 წლის მაისში პირველი ბრენდული მაღაზია „Sleep Gallery” გაიხსნა თბილისში, კერძოდ ვაკეში. ასევე, კომპანიის მიზანია დანერგოს და განავითაროს სწორი ძილის კულტურა საქართველოში.

“TEMPUR Sealy International, Inc.”- აწარმოებს, ავითარებს  და რეალიზებას ახდენს პრემიუმ და ლუქს სეგმენტის ძილისა და მოსვნებისთვის განკუთვნილ ორთოპედიულ პროდუქციას, როგორიცაა: ლეიბები, ბალიშები, ლეიბის დასადები საყრდენები, საბნები და სხვ. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ბევრ მაღალ აღიარებულ ბრენდს, მათ შორის TEMPUR®, Sealy® და Stearns & Foster®. დღეისათვის კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.tempursealy.com.

გარდა ამისა, კომპანია „ძილის თანამედროვე ტექნოლოგიები“ საქართველოში წარმოადგენს ევროპული და იაპონური თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებულ ტექსტილის პროდუქციას, როგორიცაა საოჯახო თეთრეული, პირსახოცი, გადასაფარებელი და სხვ. 

კომპანია “ძილის თანამედროვე ტექნოლოგიები” ეძებს შოურუმის გაყიდვების მენეჯერს.

 

ძირითადი მოვალეობები და მოთხოვნები

  • მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად და სრულფასოვნად ცოდნა;
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მოსმენა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება;
  • ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას მაღაზიაში პროდუქციის განთავსების სტილი
  • მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და დასაწყობებაში
  • მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
  • სხვა ვალდებულებები, განსაზღვრული მენეჯერის მიერ.

 

მოთხოვნები

  • უპირატესობა მიენიჭება მათ, ვისაც აქვთ მსგავსი სფეროს მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
  • უპირატესობა მიენიჭება ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე მცოდნე პირებს.

 

პიროვნული თვისებები

  • სასიამოვნო და ეფექტური მეტყველების უნარი; პრეზენტაბელურობა;
  • აზრის გასაგებად და გამრთულად ჩამოყალიბების უნარი;
  • გაყიდვების, პროდუქციის სწორი შეთავაზების უნარი;
  • კლიენტის დარწმუნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დავდაჯერებულობა
  • “სერვისულობა”, მომხმარებელთან ურთიერთიერთობის შენარჩუნების უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;

 

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კოლექტივს;
  • საკუთარი თავის პროფესიულ რეალიზებას და  განვითარების შესაძლებლობას;
  • კომპანიის ხარჯზე პროფესიულ გადამზადებასა ან სწავლებას;
  • ანაზღაურება ფიქსირებული 600₾ + ბონუსი (მინიმუმ 200 ₾)

 

გრაფიკი: თვეში 20 სამუშაო დღე (წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით) მაღაზიის სამუშაო საათები დილის 11-დან საღამოს 8 საათამდე

თუ თვლით რომ თქვენი გამოცდილება შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს, სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს დაინტერესებას. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი CV-ი ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე marita@sleepgallery.ge. დანიშნულებაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: შოურუმის გაყიდვების მენეჯერი

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 21.10.2022

გისურვებთ წარმატებებს!

 

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები