უმცროსი სისტემური ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
21 სექ - 21 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) აცხადებს ვაკანსიას  უმცროსი სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე 

 

ძირითადი მოვალეობები:     

  • ინფრასტრუქტურის, სერვისების, აპლიკაციების, ქსელების მონიტორინგი 
  • მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის შენარჩუნება; 
  • კომპანიის სერვისებზე პროცედურით გათვალისწინებული წვდომის უზრუნველყოფა 
  • აღმოცენებული პრობლემების ძიება და აღმოფხვრა 
  • ინტერაქცია უშუალო უფროსთან ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების ფარგლებში; 
  • სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია, განახლებების ინსტალაცია, OS, პროგრამული უზრუნველყოფა 
  • მონაცემთა სარეზერვო/აღდგენა 
  • რეპორტინგი, 
  • ტექნიკის პერიოდული დიაგნოსტიკა/შენახვა 
  • კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა და კომპანიის მასშტაბით არსებული სისტემების ადმინისტრირება,სტანდარტებით გათვალისწინებული  შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • OS MS Windows Server 2012, 2016 ინსტალაციის/ადმინისტრირების გამოცდილება 
  • MS Admin Center-თან მუშაობის გამოცდილებ 
  • პრაქტიკული გამოცდილება მაღალი ხელმისაწვდომობის სისტემების აშენებაში/ადმინისტრირებაში, Windows Server-ზე, VMware, System Center-ზე დაფუძნებული failover კლასტერები 
  • Active Directory ადმინისტრირების გამოცდილება: ანგარიშები, უსაფრთხოების ჯგუფები 
  • სერვისების ადმინისტრირების ცოდნა/გამოცდილება: AD DS, AD CS, AD FS, DNS, DHCP, NPS, RADIUS 
  • სარეზერვო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება Veeam; 
  • OS, პროგრამული უზრუნველყოფის, განახლებების ინსტალაციის ავტომატიზაციის გამოცდილება 
  • ელექტრონული ფოსტის სერვისებთან დაკავშირებული ცოდნა/გამოცდილება (Online Exchange, Office 365); 
  • მონიტორინგის სისტემების ადმინისტრირება/გამოყენების გამოცდილება 
  • საცავის სისტემების ადმინისტრირების გამოცდილება 

 

პიროვნული თვისებები და უნარები: 

  • გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა; 
  • აკურატულობა და პუნქტუალობა; 
  • კრიტიკული/ანალიტიკური/ლოგიკური  აზროვნების უნარი; 
  • სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ; 
  • ცვლილებებისადმი ადაპტაცია; 
  • საქმიანი კომუნიკაციის ეთიკა და კულტურა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პროდუქტიულობა; 
  • ხარისხზე ორიენტირება; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობა. 
  • დროის ეფექტური მართვა; 

       

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.  

      

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ  გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com   განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ოქტომბრამდე, გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

 

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს)-ის საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF. 

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს)-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპოსრტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.  

 

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.  

 

 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
სისტემური ადმინისტრატორი