IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
21 სექ - 21 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) აცხადებს ვაკანსიას IT  მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე 

 

ძირითადი მოვალეობები:     

  • კომპანიაში არსებული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა 
  • კომპიუტერული  მოწყობილობების ინსტალაცია,  პირველადი კონფიგურაცია 
  • შემოსულ მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და პირველადი მხარდაჭერის გაწევა 
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა 
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება 
  • კომპანიის მასშტაბით არსებული კომპიუტერული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა 
  • სტანდარტებით გათვალისწინებული  შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • კომპიუტერული ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა 
  • ოპერაციული სისტემების (windows / MAC ) ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის გამოცდილება  
  • MS Office პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის გამოცდილება 
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა; 
  • პერიფერიასთან (პრინტერი, სკანერი და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება (დრაივერის დაყენება, წაშლა, განახლება, დიაგნოსტიკა) 
  • მეილ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (დაარქივება, მომხმარებლის დამატება/წაშლა და ა.შ.) 

 

პიროვნული თვისებები და უნარები: 

  • გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა; 
  • დროის ეფექტური მართვა; 
  • კრიტიკული/ანალიტიკური/ლოგიკური  აზროვნების უნარი; 
  • სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ; 
  • ცვლილებებისადმი ადაპტაცია; 
  • საქმიანი კომუნიკაციის ეთიკა და კულტურა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პროდუქტიულობა; 
  • ხარისხზე ორიენტირება; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. 

 

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე. 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ  თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com   განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ოქტომბრამდე, გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

 

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს)-ის საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF. 

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს)-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპოსრტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.  

 

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.  

ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი