ახალი პროდუქციის განვითარების პროექტების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
21 სექ - 21 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია “GM PHARMA” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ახალი პროდუქციის განვითარების პროექტების მენეჯერი 

(Project Manager – New Product Development) 

 

სამუშაოს აღწერილობა: 

  • ფარმაცევტული, სამედიცინო ბაზრის მონაცემების და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გამოკვლევა, შეჯამება და ანგარიშების შედგენა 
  • საბაზრო ტენდენციების, კლიენტების (მაგ. წამყვანი ექიმი-სპეციალისტები, სამედიცინო პროფესიული ორგანიზაციები, მომხმარებლები, პაციენტთა ორგანიზაციები და სხვ.) გამოვლენილი მოთხოვნილებებისა და გაყიდვების გუნდის რეკომენდაციების გათვალისწინებით, აქტუალური პროდუქციის (ორიგინალური, ინოვაციური, კარგად გაყიდვადი და მომგებიანი პროდუქტები) სიის შედგენასა და მუდმივ განახლებაში ნაწილეობის მიღება 
  • ახალი პროდუქტების მიერ დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობა 
  • ახალი პროდუქციის განვითარებასთან დაკავშირებული კორპორაციული პოლიტიკის, პროცედურებისა თუ ინსტრუქციების შემუშავებაში მონაწილეობა 
  • აქტუალური პროდუქციის და მათი მწარმოებლების პროაქტიური მოძიება, მოლაპარაკების წარმოება მომწოდებლებთან, კომუნიკაციის დროულად მართვა, შემოთავაზებულ პროდუქტთან დაკავშირებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობის შესწავლა 
  • სხვადასხვა მომწოდებლების შემოთავაზებების შედარებითი ანალიზი, ბაზარზე არსებულ ანალოგებთან, კონკურენტებთან შედარება 
  • საკუთარი ბრენდის ქვეშ (Private Labeling, in-licensing projects) კონტრაქტული წარმოების პროექტების მართვა (მედიკამენტები - Rx, OTC, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად), სამედიცინო ხელსაწყო-„დივაისი“) და პროექტების კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმება 
  • Out-licensing პროექტების მართვა 
  • პროდუქციის ექსპორტზე გატანის არხების ძიება, ანალიზი 
  • შერჩეული პროდუქტის ბიზნეს-პროექტის მომზადება (ფორკასტი, გავრცელების არეალი, ვადები, კონკურენტების ანალიზი, ფასწარმოქმნა, რენტაბელობა და ა.შ.) და კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმება 
  • პროექტებთან თუ პროდუქტებთან დაკავშირებით გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე იურისტებთან ერთად მუშაობა, კომპანიის მენეჯმენტთან და პარტნიორებთან საკონტრაქტო პირობების შეთანხმება 
  • რეგისტრაციის განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა - პროდუქტის ბრენდის, დიზაინის, ანოტაციის, პირველადი და მეორეული შეფუთვის ტექსტების მომზადებაში მონაწილეობა 
  • პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ თანამშრომლობა შესყიდვების განყოფილებასთან - პროდუქტის პირველადი შეკვეთის პროცესში მონაწილეობა 
  • კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ინიცირებული დამატებითი მოვალეობების შესრულება 

 

განათლება და კვალიფიკაცია: 

  • ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება) 
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით (MS Excel, Word, PowerPoint) 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • კომუნიკაბელურობა, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები 
  • ორგანიზებულობა 
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი 
  • პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • კრეატიულობა 

 

გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე 

საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე. დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე 

 

გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ: 

  • ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება 
  • წლიური საბონუსე სისტემა 
  • სოციალური პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა) 

 

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 20 ოქტომბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com  გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

 

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის. 

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. 

GM PHARMA-ში მუშაობს 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა). 

GM PHARMA >150 ბრენდითა და >230 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში და მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს, საკვები დანამატების ჩათვლით. 

GM PHARMA 2017 წლიდან წარმოადგენს №1 კომპანიას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით. რამდენიმე საექსპორტო ქვეყანაში კი, საბაზრო წილის მიხედვით, GM PHARMA ტოპ-კომპანიების ხუთეულში შედის. 

GM PHARMA, 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერი“ მფლობელი გახდა და აღიარებულ იქნა საუკეთესო ფარმაცევტულ კომპანიად საქართველოში დასაქმებულებზე დანახარჯების მიხედვით, რაც გულისხმობს როგორც საშუალო ხელფასს, ასევე ჯამურ დანახარჯებს დასაქმებულებზე, სხვადასხვა ბენეფიტებისა თუ თანამშრომლების ტრენინგებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხების ჩათვლით. 

GM PHARMA ფოკუსირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მკურნალობის უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვაზე. კომპანიის მიზანია, მოახდინოს სხვადასხვა პათოლოგიის პრევენცია, მკურნალობა და ბაზარზე არსებული თერაპიული საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. 

 

კომპანიის ყოველწლიური ბრუნვის 55% მოდის თბილისის საწარმოზე, ხოლო 45% – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში GM PHARMA-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ გამოშვებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციაზე. წლიდან წლამდე მზარდია მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან განხორციელებული ერთობლივი სალიცენზიო პროექტების რაოდენობა. შესაბამისად, ახალი პროდუქციის განვითარების პროექტების (“In-“ და “Out-licensing”, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კონტრაქტული წარმოების პროექტები) მართვა კომპანიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 

გაყიდვები
კატეგორიის მენეჯერი
სხვა
პროექტის მართვა