სოციალური მედიისა და PR-ის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
21 სექ - 21 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია “GM PHARMA” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სოციალური მედიისა და PR-ის სპეციალისტი

 

სამუშაოს აღწერილობა:

  •  კომპანიის პროდუქტებზე მორგებული სოციალური მედიის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, იმპლემენტაცია და აღსრულება
  •  კომპანიაზე, კომპანიის პროდუქტებზე მორგებული PR სტრატეგიული გეგმის (გრძელი და მოკლევადიანი) შედგენა, იმპლემენტაცია და აღსრულება
  •  სოციალური ქსელების Facebook, Instagram, YouTube, LinkedIn და სხვ. შერჩეულ პლატფორმებზე კონტენტის შექმნა, კამპანიების მართვა, კომპანიის სწორად პოზიციონირების დაგეგმვა და მონიტორინგი
  •  Facebook, Google რეკლამის განთავსების დაგეგმვა და მართვა
  •  დიზაინერთან, ფოტოგრაფთან და ვიდეოგრაფთან თანამშრომლობა და მონტაჟის მონიტორინგი
  •  პიარ და სოციალური კომუნიკაციის მიზნით, მიზნობრივი აუდიტორიების განსაზღვრა და რეკლამირების დაგეგმვა/ადმინისტრირება
  •  მიზნობრივ აუდიტორიასთან სწორი და ოპერატიული უკუკავშირი და მონიტორინგი
  •  კომპანიის ვებ-გვერდის სტრუქტურის შექმნაში მონაწილეობის მიღება, კონტენტის სისტემატური განახლება, SEO ოპტიმიზაცია
  •  ონლაინ მედიის, გრძელი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმის შედგენა, კონტენტის შექმნაში მონაწილეობა, სტატიების, პოსტერების, ონლაინ-ბანერებისა და პრეროლების სპეციალურ პლატფორმებზე განთავსება და მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი
  •  ბეჭდური მედიისთვის კონტენტის შექმნაში მონაწილეობა, გრძელი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმის შედგენა, სტატიებისა და პოსტერების მომზადება, განთავსება, რეპორტინგი
  •  ტელე-მედიისა და რადიოსთვის გრძელი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმის შედგენა, გადაცემების დაგეგმვა, სარეკლამო ვიდეოების მომზადებაში მონაწილეობა, განთავსებების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი
  •  Live ჩართვების ორგანიზებაში თანამონაწილეობა
  •  კომპანიის ზოგად PR და მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა, იდეების შეთავაზება და საინიციატივო პროექტების წარდგენა
  •  კომპანიაში არსებული სიახლეების და მიმდინარე ღონისძიებების, მარკეტინგული აქტივობების მედიაში გაშუქება და კონტროლი; პრეს-რელიზის მომზადება
  •  ახალი სოციალური არხების მოძიება, დანერგვა და განვითარება
  •  სფეროს შესაბამის პარტნიორებთან კომუნიკაციის მართვა, ახალი პარტნიორების მოძიება, ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება
  •  კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ინიცირებული დამატებითი მოვალეობების შესრულება

 

განათლება და კვალიფიკაცია:

  •  უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, სოციალური მედია-მენეჯმენტის, PR-ის, ჟურნალისტიკის მიმართულებით)
  •  რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა – Proficient User C1, C2 (სავალდებულოა!)
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (ფარმაცევტულ სექტორში მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება)
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Office: Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა
  •  Facebook Ads Manager-ის სრულფასოვნად ცოდნა
  •  "ქოფირაითი"-ს პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა
  •  გამართულად წერისა და აზრის ლაკონიურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  კომუნიკაბელურობა, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები
  •  ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  •  ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
  •  პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
  •  კრეატიულობა

 

გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე. დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე

 

გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ:

  •  ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
  •  წლიური საბონუსე სისტემა
  •  სოციალური პაკეტი (სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)

 

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 20 ოქტომბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

GM PHARMA-ში მუშაობს 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა).

GM PHARMA >150 ბრენდითა და >230 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში და მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს, საკვები დანამატების ჩათვლით.

GM PHARMA 2017 წლიდან წარმოადგენს №1 კომპანიას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით. რამდენიმე საექსპორტო ქვეყანაში კი, საბაზრო წილის მიხედვით, GM PHARMA ტოპ-კომპანიების ხუთეულში შედის.

GM PHARMA, 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერი“ მფლობელი გახდა და აღიარებულ იქნა საუკეთესო ფარმაცევტულ კომპანიად

საქართველოში დასაქმებულებზე დანახარჯების მიხედვით, რაც გულისხმობს როგორც საშუალო ხელფასს, ასევე ჯამურ დანახარჯებს დასაქმებულებზე, სხვადასხვა ბენეფიტებისა თუ თანამშრომლების ტრენინგებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხების ჩათვლით.

GM PHARMA ფოკუსირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მკურნალობის უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვაზე. კომპანიის მიზანია, მოახდინოს სხვადასხვა პათოლოგიის პრევენცია, მკურნალობა და ბაზარზე არსებული თერაპიული საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება.

GM PHARMA-ში დიდი ყურადღება ეთმობა სოციალური მედიისა და PR-ის მიმართულების გაძლიერებასა და მდგრად განვითარებას, რაც სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის, ახალი აუდიტორიის აღმოჩენის, მომხარებლებთან პოზიტიური ურთიერთობის გაღრმავებისა და მათი კმაყოფილების ინდექსის ზრდის საშუალებას იძლევა. GM PHARMA-ს პორტფელის დაახლოებით 55% ურეცეპტო მედიკამენტებზე და ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებზე მოდის, შესაბამისად, კომპანიის სოციალური მედიისა და PR-ის გუნდს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კომპანიის გაყიდვების გენერირებასა და წარმატებაში.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი,
საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები