ექსელის ვალიდაციის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
21 სექ - 21 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) აცხადებს ვაკანსიას  XLS (ექსელის) ფორმატის დოკუმენტაციის ვალიდაციის სპეციალისტის პოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა და კომპანიის მასშტაბით არსებული XLS (ექსელის) ფორმატის ფაილების ვალიდაცია, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • MS Excel-ის კარგად ცოდნა (სხვადასხვა სახის ფორმულების გამოყენება)
  • Visual Basic-ის კარგად ცოდნა (Macros-ის შინაარსის სრულად გაგება)
  • კომპიუტერული სისტემების ვალიდაციის საფუძვლების ცოდნა
  • სასურველია ვალიდაციის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება
  • ქართული ენის აკადემიურ დონეზე ცოდნა
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
  • ორგანიზებული მოქმედება დადგენილი ინსტრუქციების შესაბამისად
  • შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირების უნარი;

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
  • აკურატულობა და პუნქტუალობა;
  • კრიტიკული/ანალიტიკური/ლოგიკური  აზროვნების უნარი;
  • სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
  • ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
  • საქმიანი კომუნიკაციის ეთიკა და კულტურა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პროდუქტიულობა;
  • ხარისხზე ორიენტირება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობა.
  • დროის ეფექტური მართვა;

 

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

    

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ  გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com   განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ოქტომბრამდე, გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს)-ის საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს)-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპოსრტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.

 

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

ადმინისტრაცია
მონაცემთა დამუშავების ოპერატორი