შემფასებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
21 სექ - 21 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „თიბისი ლიზინგი“ უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს „თიბისი ბანკის“ მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი. 

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას  შემფასებლის პოზიციაზე. 

მდებარეობა: თბილისი 

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი) 

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი) 

  

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 

  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კორპორაციული სატელეფონო ნომრით სარგებლობას; 
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე; 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება, საბაზრო და სალიკვიდაციო ღირებულების განსაზღვრა; 
  • მოძრავი და უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი სექტორულ ჭრილში; 
  • ლიზინგის აქტივების მონიტორინგის პროცესში ჩართულობა და მართვა (პროცესი ითვალისწინებს აქტივების ტექნიკურ-ფუნქციონალურ შემოწმებას და დასკვნის მომზადებას);  
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • უძრავი/მოძრავი ქონების შეფასების გამოცდილება; 
  • სასურველია ავტოსატრანსპორტო,  საგზაო/სამშენებლო და სპეც. ტექნიკის ტექნიკური ცოდნა; 
  • სასურველია უძრავი ქონების ბაზრის ცოდნა; 
  • სამედიცინო აქტივების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში. 
  • უპირატესობა მიენიჭებათ სერთიფიცირებულ სპეციალისტებს; 

 

უნარ-ჩვევები: 

  • ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;  
  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 

 

შერჩევის მეორე ეტაპი მოიცავს უძრავი/მოძრავი ქონების შეფასების დასკვნის მომზადებას.  

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე -  vacancy@tbcleasing.ge  

გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.   

დაზღვევა
ექსპერტი/შემფასებელი
საბანკო
ლიზინგი