1C დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 2500
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
21 სექ - 21 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

1C დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი

კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას 1C დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ:

კომპანია OneSoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების (ცნობილია, როგორც ERP სისტემები) პროვაიდერს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი - 1C-ის უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ვებ-გვერდზე: 1cloud.ge

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის განვითარების სტრატეგიული გეგმის დასახვა და მართვა;
  • დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გუნდში არსებული სამუშაოების დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • პროექტების რესურსების დაგეგმვა და მართვა;
  • პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და კონტროლი;
  • მომსახურების ხარისხის მონიტორიგნი;
  • დაქვემდებარებაში მყოფი კადრების სამუშაო დროის და დისციპლინის მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებაში მყოფი კადრების სამუშაოზე მიღების პროცესში ჩართულობა, შერჩევა, გუნდების დაკომპლექტება;
  • დაქვემდებარებაში მყოფი კადრების მოტივაციაზე ზრუნვა;
  • ბაზარზე არსებული სიახლეების, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა და კომპანიაში ინვოაციის დანერგვაზე ზრუნვა;
  • საბაზრო მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიაში არსებული პროგრამული პროდუქტების განვითარებაზე ზრუნვა;
  • კლიენტი კომპანიის ბიზნეს პროცესების პროგრამაში მოდელირება;
  • სისტემის გაშვების მხარდაჭერა;
  • ბიზნეს პროცესების შესაბამისად სტანდარტული ანგარიშგებების, ანალიტიკური რეპორტების რესტრუქტურიზაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში საცნობარო ინფორმაციის და საწყისი ნაშთების ჩატვირთვა;
  • სტანდარტული ანგარიშგებების გადაწყობა და ახალი ანგარიშგებების შექმნა;
  • საჭიროების შემთხვევაში ახალი პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება;
  • სადეველოფმენთო საკითხზე დეველოპერთან ერთად მუშაობა;
  • მომხმარებლებისთვის შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
  • სხვა მომსახურებები, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გუნდში არსებულ სამუშაოებთან და პროგრამული პროდუქტის გამოყენებასთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები
  • ERP სისტემაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა

 

უპირატესობად ჩაითვლება:

  • ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • 1C სტანდარტული გადაწყვეტების ცოდნა
  • 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

 

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
  • მიზანმიმართულობა, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის, ანალიზის და დროის მართვის უნარი
  • ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა

 

სამუშაო პირობები

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი (ამ ეტაპზე ვმუშაობთ დისტანციურად)
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება - 2000 - 2500 ლარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - 1C დისტანციური ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელი

გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
1C სპეციალისტი