მერჩენდაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 700
21 სექ - 21 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

 

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

 

მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ვადების შემოწმება;
  • პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
  • სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით მომარაგება;
  • სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი; 
  • სავაჭრო ობიექტებზე მომხმარებლებთან ურთიერთობა;
  • დახლზე პროდუქციის სწორად განთავსება;
  • განთავსებული პროდუქციის ვიზუალის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა .

 

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 11:00-19:00 სთ.
  • დასვენება: კვირაში 2 დღე.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (600-700 ლარი)
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

 

მოთხოვნები:

  • პრეზენტაციის კარგი უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელური
  • ენერგიული
  • პასუხისმგებლიანი
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge

გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებებს!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი