ავტო მექანიკოსი
თბილისი
გლობალ ასისტანს საქართველო
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
21 სექ - 08 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია გლობალ ასისტანს საქართველო აცხადებს ვაკანსიას ავტო მექანიკოსის პოზიციაზე.

კომპანია „გლობალ ასისტანს საქართველო“ მომხმარებლებს ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის ორგანიზებას სთავაზობს. კომპანია სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ნდობაზე დაფუძნებულ სტანდარტებს ქმნის ავტო მომსახურების სფეროში. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით და გთავაზობთ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე.  

 

პასუხისმგებლობები: 

  • დაზიანებული ავტომობილისთვის სავალი ნაწილების შეკეთება; 
  • დაზიანებული ავტომობილისთვის სხვადასხვა მარტივი ხელობების უზრუნველყოფა; 
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. 

 

 

მოთხოვნები:  

  • ავტომობილების შეკეთების მიმართულებით გამოცდილება; 
  • ელ. დიაგნოსტიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.  

 

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gag.ge 

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ავტო მექანიკოსი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ოქტომბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში. 

ავტო-მოტო სერვისი
მსუბუქი მანქანის მექანიკოსი