ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
21 სექ - 08 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

პასუხისმგებლობები:

  • შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი;
  • კლიენტებთან ურთიერთობა (ტელეფონის საშუალებით კლიენტისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება);
  • სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

 

მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სასაუბრო და წერა-კითხვის ცოდნა ინგლისურ და რუსულ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქოლცენტრის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ოქტომბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

 

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი