HR სტაჟიორი
თბილისი
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
21 სექ - 08 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური რესურსის მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში პერსონალის შერჩევის მიმართულებით. სტაჟირების პროგრამა 6 თვიანია, შემდგომ დასაქმების პერსპექტივით. 
 

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. 

 

პასუხისმგებლობები: 

  • ვაკანსიის საჭიროების დადგენა; 
  • ვაკანსიის განაცხადის ფორმის შედგენა; 
  • კანდიდატთა მოძიებისა და მოზიდვის პროცესში მონაწილეობა; 
  • კანდიდატთა პირველადი გადარჩევის პროცესში მონაწილეობა; 
  • არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია; 
  • კანდიდატების ინტერვიუირების პროცესში მონაწილეობა; 
  • შერჩევის პროცესში არსებული მონაცემების პროგრამულად ასახვა; 
  • ახალი თანამშრომლის მიღებისა და  ონბორდინგის პროცესის მხარდაჭერა; 
  • HR განყოფილებაში არსებული მენეჯერების ასისტირება ყოველდღიურ საქმიანობებში; 
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. 

 

მოთხოვნები:  

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით; 
  • შრომითი გამოცდილება (მათ შორის სტაჟირების პროგრამა) პერსონალის შერჩევის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად; 
  • კარიერის განვითარების სურვილი ადამიანური რესურსის მართვის მიმართულებით; 
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ და ინგლსურ ენებში; 
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

 

 

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge 

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (HR სტაჟიორი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

 

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ოქტომბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში. 

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/ 

ადამიანური რესურსები
HR ასისტენტი