სოციალური მედიის მენეჯერი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
25 სექ - 20 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591 512 644

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

 

გახდით კავკასიის ყველაზე დიდი და თანამედროვე ავტოკომპლექსის, მარკეტინგის დეპარტამენტის გუნდის წევრი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • გახდეთ კვალიფიციური და გამოცდილი გუნდის წევრი;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი. 09:00-18:00;
  • ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის ცოდნასა და კვალიფიკაციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური მედიის სტრატეგიის მომზადება კლიენტის სპეციფიკისა და ბიზნეს საჭიროებების გათვალისწინებით;
  • ქოფივრათინგი, საიტებისა და სოციალურ მედია პლატფორმებისთვის ვიზუალური მასალის, ტექსტების, ეფექტურად ჩამოყალიბება, შექმნა და განთავსება;
  • ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
  • ბიუჯეტის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი;
  • SMM - სხვადასხვა გვერდების სოციალური მედიის ედვრთაიზინგი;
  • სოციალური მედიის სფეროში ახალი მიდგომების, ტექნიკებისა და ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა და განვითარება;
  • კომპანიის სოც. გვერდზე კომუნიკაცია და კითხვებზე პასუხების გაცემა (კომენტარები და ინბოქსი);
  • რუსული ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა და წინადადებების გამართულად თარგმნის უნარი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სოციალურ ქსელებში და მათ სარეკლამო პლატფორმებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • მარკეტინგის პრინციპების ცოდნა – პოზიციონირება. სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ა.შ;
  • ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა;
  • გამართულად წერისა და აზრის ლაკონურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში.

 

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი

გთხოვთ, რეზიუმეს გადმოგზავნისას მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინის ზღვარი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან

 

მეტი ინფორმაციისათვის

გვესტუმრეთ:

https://www.autobazroba.com/

https://autopapa.ge/ge/page/about

https://m.facebook.com/autopapa.ge/

მოგვწერეთ: hr@autopapa.com

დაგვიკავშირდით: +995 591 512 644 ნათია.

 

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

 

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
მსგავსი განცხადებები