უფროსი HR რეკრუტერი
თბილისი
  • ნახევარი განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
20 სექ - 03 ოქტ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.  

 

ჩვენი მიზანია: 

  • შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს; 
  • განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; 

 

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.  

ამჟამად ჩვენ ვეძებთ უფროს HR რეკრუტერს და გთავაზობთ კომფორტულ, მოქნილ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. 

თუ გაინტერესებს სტუმარმასპინძლობისა და სამშენებლო ინდუსტრია, ჩვენ გაძლევთ საშუალებას, ერთდროულად განვითარდეთ ამ ორ ინდუსტრიაში. 

 

თუ ხარ:  

  • პოზიტიური; 
  • აქტიური, სხარტი; 
  • შრომისმოყვარე; 
  • ინიციატივიანი; 

 

გაქვს:  

  • უმაღლესი განათლება; 
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება HORECA სექტორში შერჩევის მიმართულებით; 

 

კარგად იცი: 

  • ინგლისური ენა; 
  • Microsoft Office-ი; 

 

გიყვარს: 

  • ადამიანებთან კომუნიკაცია; 
  • ბევრი და მრავალფეროვანი საქმის ერთდროულად კეთება; 

 

მაშინ შენი მოვალეობები იქნება:  

  • კომპანიაში, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კორპორაციული ღირებულებების შესაბამისი თანამშრომლების შერჩევა დროულად და ეფექტიანად. 
  • თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის მართვა და უზრუნველყოფა: 
  • ვაკანსიების იდენტიფიცირება; 
  • ვაკანსიის განაცხადის მომზადება, განთავსება; 
  • როგორც შემოსული აპლიკაციებით, ასევე სხვა არხებით, რელევანტური აპლიკანტების მოძიება/შერჩევა; 
  • გასაუბრებისათვის, პოზიციის შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მომზადება; 
  • გასაუბრებების და ტესტირების ორგანიზება; 
  • უკუკავშირის უზრუნველყოფა ნებისმიერი აპლიკანტისათვის; 
  • შერჩეული კანდიდატებისათვის შეთავაზების დოკუმენტის მომზადება; 
  • პირადი საქმისათვის დოკუმენტაციის უზრუნველყოფა; 
  • აპლიკანტების ბაზების უზრუნველყოფა... 
  • ახალი თანამშრომლის სოციალიზაცია-ადაპტაციის პროცესის უზრუნველყოფა; 
  • შვებულებებთან, თანამშრომლების დაზღვევასთან და სხვა ტიპის ბენეფიტებთან დაკავშირებული პროცესების ადმინისტრირება და ბაზების უზრუნველყოფა; 
  • კორპორაციული კულტურის დანერგვაში მონაწილეობის მიღება; 
  • თანამშრომელთა კმაყოფილებისა და მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. 

 

შერჩევის ეტაპები მოიცავს IQ-სა და Excel-ის ტესტირებას. 

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ  და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2022  წლის 2 ოქტომბრის  ჩათვლითhttp://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ადამიანური რესურსები
პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი