მოლარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
30 სექ - 20 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ტექნიკის ჰიპერმარკეტი „METROMART”-ი  აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე თბილისი ცენტრალის ფილიალში:

კომპანია „მეტრომარტ“-ი არის,  ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია  2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში.  „მეტრომარტ“-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება:
  • აუცილებელია მომსახურების სფეროში რელევანტურ  პოზიციზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office - ცოდნა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ინვოისის საფუძველზე რეალიზაციის პროგრამულად გატარება, თანხის მიღება;
  • ზედნადებების გამოწერა;
  • ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარისწორება;
  • დიპლომატი და იურუდიული პირების მომსახურება;
  • უკან დაბრუნების დოკუმენტების გაფორმება

 

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დროის მართვის უნარი 
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარ

 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი CV (აუცილებლად ფოტოსურათით)  მისამართზე vacancy@metromart.ge ა/წ  20 ოქტომბრის   ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

 გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
მოლარე