მებაღე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 990 - 990
  • პროფესიული კოლეჯი
  • 1 - 2 წლამდე
20 სექ - 20 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება და დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. მისი მისიაა საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია, სხვადასხვა კლიმატური სარტყლის მცენარეების ინტროდუქცია და ქვეყნის კულტურული ფლორის, სამკურნალო-არომატული და დეკორატიული მცენარეების კოლექციების შექმნა, მათი თანამედროვე პრინციპებით მართვა და ეფექტური დემონსტრირება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ამ გზით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას. არის ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI), ხმელთაშუაზღვის რეგიონის ფიტოტაქსონომიური კვლევის ორგანიზაციის (OPTIMA) და მორტონის არბორეტუმის წევრი.  

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი.  

ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე. 

 

სამუშაო გრაფიკი:

  • სრული (40 სამუშაო საათი კვირაში) 
  • ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 
  • შესვენება 13:00-14:00 

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1 

ანაზღაურება: 990 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)* 

*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები. 

სამუშაოს ზოგადი აღწერა 

 

ფუნქციები: 

  • აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება (მორწყვა, ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება, დაბარვა, თოხნა, მიწის ნაზავის მომზადება, სასუქების შეტანა, სხვლა-ფორმირება); 
  • სანიტარული ღონისძიებების გატარება (მარგვლა, თიბვა, ფოცხვა, დასუფთავება, ხმელი ტოტების მოცილება, ზეხმელი ხეების ჭრა, ხეების გასუფთავება ხვიარა მცენარეებისგან, ნარჩენების სეპარაცია, შეგროვება კონკრეტულ ადგილას, დასუფთავება შემთხვევითი დაბინძურებისგან); 
  • მცენარეების დარგვა, გადარგვა, თესლების შეგროვება, კალმების აჭრა, თესლების, ბოლქვების, ტუბერების შენახვა და მომზადება დასათესად; 
  • ტერიტორიის ფიტოსანიტარული მონიტორინგი (საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კურატორთან კონსულტაცია/შეტყობინება); 
  • მონაწილეობა ჯგუფურ სამუშაოებში (ჭრები, დარგვები, გადარგვები, თიბვა, გაწმენდითი სამუშაოები, ნარჩენების გატანა) 

 

ვალდებულებები: 

  • ტერიტორიაზე არსებული მცენარეების დასახელებების, მათ შესახებ ინფორმაციის ფლობა (კურატორის მეთვალყურეობით); 
  • მასზე რიცხული საბაღე ინვენტარის მოფრთხილება (დაზიანების შემთხვევაში კურატორთან/კონსულტაცია/შეტყობინება). 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

სასურველია: 

  • არასრული ან სრული პროფესიული განათლება (დამადასტურებელი სერტიფიკატი, ცნობა, დიპლომი); 
  • მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სარეკომენდაციო წერილი); 

 

უნარები: 

  • საბაღე ინვენტართან მუშაობის უნარი; 
  • აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი; 
  • სამუშაო დროის მართვის უნარი; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობა. 

 

ჩვენ გთავაზობთ 

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს; 
  • კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას. 

 

შერჩევის მეთოდები: 

  • სატელეფონო გასაუბრება; 
  • ინდივიდუალური გასაუბრება.  

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge.  

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. 

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 20.10.2022 

*გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 

სოფლის მეურნეობა
ნერგები
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ლანდშაფტი (გამწვანება)