შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1500+ ბონუსი
  • მივლინება
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
21 სექ - 20 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 593 58 45 51

500-ზე მეტი ობიექტის მომსახურებისა და ათეულობით წარმატებული პროექტის განხორციელების შედეგად, კომპანია რედლანერი | REDLINER მესამე წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიამ სწრაფადვე მოახერხა ბაზრის მნიშვნელოვანი წილის ათვისება. ავტორიტეტი პრობლემების ინოვატურული გადაწყვეტით დაიმკვიდრა და მუდმივად განაგრძობს განვითარებას. შესაბამისად კიდევ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გვჭირდება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატი ან/და დიპლომი;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • გამართული საკომუნიკაციო უნარები;
  • შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საწარმოო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

მოვალეობები:

  • ობიექტ(ებ)ის მონიტორინგი და ანგარიშგება;
  • კანონით განსაზღვრულ ვადებში რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება;
  • კანონით განსაზღვრულ ვადებში ინსტრუქტაჟბის ჩატარება.

 

გთავაზობთ:

  • საწვავის/სატრანსპორტო ხარჯების  ანაზღაურებას;
  • ტრენინგებს პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • სწრაფ კარიერულ და ფინანსურ წინსვლას;

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; 

ანაზღაურება: 1 500 ლარიდან (თანხა განისაზღვერება გასაუბრებაზე, კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად) .

 

რეზიუმეებს ველოდებით მეილზე: info@redliner.ge . "Subject"-ში  აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი- თბილისი".

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 593 58 45 51 

 

გაცნობებთ, კომპანია რედლაინერი|REDLINER ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით,  პრეტენდენტის პერსონალურ ინფორმაციას დაამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დაცვით.  ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 6 თვის განმავლობაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს.

ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი