დისტანციური გაყიდვების ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
25 სექ - 20 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

რე|ბანკი წარმოადგენს „პაშა ბანკი საქართველოს“ საცალო მიმართულების ქვებრენდს და ამ სეგმენტს 2019 წლიდან ემსახურება. „პაშა ბანკი საქართველო“, თავის მხრივ, მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის, პაშა ჰოლდინგის ნაწილი და კორპორატიულ სფეროში მოქმედი რეგიონული ბანკია.თუ გსურს გახდე ახალგაზრდა, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, შემოგვიერთდი! ეს შენი შანსია!
 

რე|ბანკი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე. 

 

პოზიციის სახელი:    დისტანციური გაყიდვების ოპერატორი
ადგილმდებარეობა:    ქ. თბილისი, სათავო ოფისი 
პოზიციის ტიპი:    სრული განაკვეთი
დეპარტამენტი:    დისტანციური ბანკინგის დეპარტამენტი 
განაცხადების მიღების ბოლო ვადა:    19 ოქტომბერი, 2022 წ

 

ვისთვის არის განკუთვნილი ეს პოზიცია?!

  • ვისთვისაც საინტერესოა გაყიდვების მიმართულებით მუშაობა
  • ვინც თვლის, რომ მომხმარებელთან დისტანციურად ურთიერთობა მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს 
  • ვისაც სურს, კარიერული განვითარება და წინსვლა საბანკო სფეროს დაუკავშიროს

 

რა დაგხვდებათ ჩვენთან?!

  • საერთაშორისო, გამოცდილი და მეგობრული გუნდი
  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა
  • კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა თქვენთვის და ოჯახის წევრებისთვის
  • პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა
  • ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა

 

რა არის ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!

  • განაცხადების ბაზის დამუშავება და შეთავაზებების გაკეთება საბანკო პროდუქტების გაყიდვის მიზნით
  • განაცხადების პროგრამული რეგისტრაცია და დამტკიცებული განაცხადებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
  • ყოველდღიური ფაილინგის წარმოება და საბუთების დროული დაარქივება
  • გაყიდვების ინდივიდუალური გეგმის შესრულება
  • განაცხადების შევსების და გამავალი ზარების განხორციელების დღიური გეგმის შესრულება
  • მომხმარებლებთან ხარისხიანი მომსახურების, კონსულტაციის და მოლაპარაკებების გზით ხანგძლივი ურთიერთობის შენარჩუნება 
  • მომხმარებლებისთვის  რეკომენდაციების და რჩევების მიწოდება ოპტიმალური საბანკო პროდუქტების შესახებ
  • დისტანციური გაყიდვების ოფიცრებისათვის მომხმარებლებთან ვიზიტების დაგეგმვა
  • საჭიროების შემთხვევაში, შემომავალ ზარებზე პასუხი, მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურების გაწევა
  • მომხმარებლებისგან შემომავალი მეილების ადმინისტრირება
  • საჭიროების შემთხვევაში, ფეისბუქ მესენჯერში მომხმარებლების შემომავალი შეტყობინებების ადმინისტრირება

 

რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს ამ პოზიციას?!

  • განათლება - უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით
  • ენების ცოდნა - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად 
  • ტექნიკური ცოდნა - MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • სამუშაო გამოცდილება - სასურველია გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება

 

რა არის ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები?!

  • მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
  • ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
  • პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
  • კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
  • ინიციატივა & ინოვაცია

 

თუ დაინტერესდი და შენი პროფილი შეესაბამება პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაგვიზიარე რეზიუმე/LinkedIn  პროფაილი მისამართზე: vacancy@rebank.ge და მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს/LinkedIn პროფაილის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ სს „პაშა ბანკი საქართველო“ უფლებამოსილია დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია სს „პაშა ბანკი საქართველოში“ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pashabank.ge

საბანკო
საბანკო(ზოგადი)