მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 2000+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
20 სექ - 20 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995593584551
მისამართი: თბილისი, გორგასლის 8

500-ზე მეტი ობიექტის მომსახურებისა და ათეულობით წარმატებული პროექტის განხორციელების შედეგად, კომპანია რედლანერი | REDLINER მესამე წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიამ სწრაფადვე მოახერხა ბაზრის მნიშვნელოვანი წილის ათვისება. ავტორიტეტი პრობლემების ინოვატურული გადაწყვეტით დაიმკვიდრა და მუდმივად განაგრძობს განვითარებას. სწორედ ამ განვითარების ხელსეწყობისთვის ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც

  • კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, შეფასება და ცვლილება საჭიროებისამებრ; 
  • პრეზენტაციების და სარეკლამო აქტივობების განხორციელება, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • კომპანიის ბეჭდვითი მასალების დიზაინის შემუშავება და კონტროლი, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • მომხმარებელთა მოზიდვისა და გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელება;
  • მომხმარებლების კმაყოფილების კვლევის ჩატარება, ხარვეზებზე მუშაობა და რეაგირება საპერაციო გუნდთან ერთად;
  • ვებ გვერდის სტრუქტურული და შინაარსობრივი ნაწილის მართვა, ვებ-დეველოპერებთან ურთიერთობა;
  • კომპანიის Digital არხების მართვა და მონიტორინგი;
  • ვიზუალური დიზაინის შექმნა კომპანიის Dijital არხებისთვის.

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;

ანაზღაურება:  2000 ლარიდან ზემოთ კომპეტენციისა და ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად;

ლოკაცია:  თბილისი.

 

რეზიუმეებს ველოდებით მეილზე: info@redliner.ge . "Subject"-ში  აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  "მარკეტინგის მენეჯერი".

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 593 58 45 51 

 

გაცნობებთ, კომპანია რედლაინერი|REDLINER ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით,  პრეტენდენტის პერსონალურ ინფორმაციას დაამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დაცვით.  ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 6 თვის განმავლობაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი, ბათუმი