მხარდამჭერი მასწავლებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
25 სექ - 01 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია კომპანიის შესახებ: ბრიტანულ-ქართული აკადემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა. ჩვენი მიზანია მოსწავლეებს მივცეთ საუკეთესო ხარისხის განათლება, რომელიც მათ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მოამზადებს.

 

ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მხარდამჭერი მასწავლებელი 

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია) 

სამუშაო განაკვეთი: სრული 

გრაფიკი: 08:30-16:45 საათი  

 

ძირითადი მიზანი:

  • მხარდამჭერი-მასწავლებლის თანამდებობის ძირითადი მიზანია მასწავლებლების აქტიური მხარდაჭერა სამუშაო პროცესში და მოსწავლეთა აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა, ასევე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:  

  • მოსწავლეთა მომზადება საგაკვეთილო პროცესისთვის და მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობა გაკვეთილის წარმართვის პროცესში; 
  • მუდმივი კომუნიკაციისაა და უკუკავშირის უზრუნველყოფა კლასის კოორდინატორთან;  
  • პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა;  
  • მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება; 
  • მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და სხვა საკითხების შესახებ. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში; 
  • მხარდამჭერ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება; 
  • კლასის მართვისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა. 

 

პიროვნული უნარები:  

  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • ორგანიზებულობის უნარი. 

 

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად. 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თანდართული დოკუმენტის სახით ატვირთული, თქვენი მხრიდან შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე bga@bga.ge, არაუგვიანეს 2022 წლის 30 სექტემბრისა 

სათაურში გთხოვთ მიუთითოთ “მხარდამჭერი მასწავლებელი”.  

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარების კანდიდატები.  

 

მეცნიერება/განათლება
სკოლის მასწავლებელი