დიზაინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
20 სექ - 20 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია  ზუმერი აცხადებს ვაკანსიას  დიზაინერის თანამდებობაზე.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.zoommer.ge;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

სამუშაოს ტიპი  - სრული განაკვეთი.

ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით და კანდიდატთან შეთანხმებით.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სოციალური ქსელებისთვის სარეკლამო ვიზუალების მომზადება;
  • მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის საჭირო ვიზუალების მომზადება;
  • POS მასალების დიზაინის შექმნა;
  • კომპანიის სარეკლამო-საინფორმაციო მასალებისთვის (ფლაერი, ბუკლეტი, სტიკერი, ბილბორდი) დიზაინის შექმნა და საბეჭდ ფაილებად გამზადება;
  • კომპანიის ფილიალებში გარე და შიდა სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: Photoshop, Illustrator ან/და Corel;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენა - სრულყოფილად,
  • ენის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;


პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 

  • ინფორმაციის სწორად აღქმისა და გადამუშავების უნარი;
  • კრეატიული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აუცილებლად გამოაგზავნეთ  თქვენი CV, Behance ან Dribble-ს პროფაილები შემდეგ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ,,დიზაინერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

 

გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ვებ დიზაინი