გაყიდვების კონსულტანტი
თელავი
  • სრული განაკვეთი
20 სექ - 20 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის  პოზიციაზე: 

სამუშაო ადგილი: ქ. თელავში 

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე (დასვენების ორი დღის შეთანხმება შესაძლებელია) 

ანაზღაურება თვეში  ჯამში 700 ლარიდან (ხელზე ასაღები); 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; 
  • კარიერული წინსვლის/დაწინაურების შესაძლებლობას; 
  • მზარდ ანაზღაურებას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს; 
  • მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება  მნიშვნელოვანია; 
  • აუცილებელია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;  

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა; 
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათ შორის განსხვავებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის; 
  • მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება; 
  • გაყიდული პროდუქტის შესახებ, მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა; 
  • გაყიდვების გაუმჯობესებასა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა; 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV  გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება ადგილმდებარეობასთან ერთად :  ,,გაყიდვების კონსულტანტი თელავში"  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: 
 
ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

 

წარმატებას გისურვებთ! 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი