მოლარე
მარნეული
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ერთ წელზე ნაკლები
25 სექ - 20 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „მოლარის“ პოზიციაზე მარნეულში

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  ფულის მოძრაობის კონტროლი, ფულის მიღება, გაცემა და პროგრამულად ასახვა;
  •  ყალბი ბანკნოტების აღმოჩენა და ხელმძღვანელის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით;
  •  კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიური სალარო ოპერაციების და დოკუმენტების წარმოება და დადგენილი წესით შენახვა;
  •  ფულის უსაფრთხოდ შენახვა;
  •  ყოველდღიურად წარმოებული დოკუმენტაციის და ნავაჭრი ამონაგების (რომელიც რაოდენობრივ თანხვედრაშია პროგრამულ ჩანაწერებთან) ჩაბარება ნაღდი ფულის სახით, მთავარ მოლარესთან;
  •  მთავარი მოლარის ინფორმირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება სალაროს გამართულად მუშაობას და ფულის მოძრაობას;
  •  უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •  სასურველია უმაღლესი განათლება;
  •  მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
  •  Word, Excel-ის ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  •  თავაზიანობა;
  •  პასუხსიმგებლობის გრძნობა;
  •  დისციპლინირებულობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  •  სამუშაო გრაფიკი - სრული;
  •  განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 20 ოქტომბერი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „მოლარე მარნეულში“.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

გაყიდვები
მოლარე