გიდი-მძღოლი
თბილისი
RUSTAR TOURISM
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაC,D
  • რუსული,ინგლისური
20 სექ - 20 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანია,  „RUSTAR TOURISM“-აცხადებს ვაკანსიას და იწვევს პირს დუბაიში სამუშაოდ პოზიციაზე - გიდი-მძღოლი. ამ პოზიციის დასაკავებლად პირისთვის ძირითადი მოთხოვნებია:

 

მოვალეობები:

  • რუსული ენის კარგად, ხოლო ინგლისური ენის სულ მცირე „დამწყების დონეზე“ მაინც ფლობა ;
  • ავტომობილის მართვის C  ან  D კატეგორიის მოწმობა;
  • ავტომობილის (სასურველია 8+ მგზავრიანი ავტომობილის) მართვის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კეთილსინდისიერება
  • კომუნიკაბელურობა.
  • დროის მართვის უნარი;
  • სტრესული სიტუციაში მუშაობის უნარი.

 

კომპანია შერჩულ კანდიდატს სთავაზობს:

  • ხელფასს 2500 დირხამიდან  3500 დირხამამდე, პლიუს ბონუსები;
  • უფასო სამედიცინო დაზღვევას;
  • საცხოვრებელ ადგილს მუშაობის პერიოდში;
  • საქართველოდან დუბაიში ტრანსპორტირებას;
  • ყოველწლიურ 30 დღიან შვებულებას ანაზღაურებით და ორმხრივი ბილეთის უზრუნველყოფით.

 

კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, მსურველებმა  გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე - tours@rustartourism.com

პირველ ეტაპზე განიხილება პირის მიერ წარდგენილი ავტობიოგრაფია (CV), ხოლო შერჩევის შემთხვევაში მოხდება გასაუბრება  თბილისის  ოფისში.

კომპანია ქმნის ხელსაყრელ პირობებს იმ თანამშრომელთათვის, ვისაც მუშაობის და კარიერული ზრდის სურვილი აქვს.

 

P.S. სამუშაო კონტრაქტი ფორმდება 2 წლის ვადით, ხოლო სამსახურთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, დაწვრილებით დეტალების დაზუსტება ხდება უშუალოდ პირთან გასაუბრებისას.

გისურვებთ წარმატებებს!

ტურიზმი/გართობის სექტორი
გიდი