სწავლება - სტაჟირება საწყობის ოპერატორის პოზიციაზე
თბილისი
  • სტაჟირება
  • 800 - 1000
  • ბაკალავრი
  • რუსული
25 სექ - 20 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კოპმანია: ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია)
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი:  08:30 – 18:00

 

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია.  კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

 

ამჟამად კომპანია ბორან ლაითი  აცხადებს ვაკანსიას სწავლება - სტაჟირება საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • პროდუქციის ცოდნა;
  • ოპერაციების პროგრამული ასახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად.
  • შეკვეთების დამუშავება, გაწერა;
  • ზედნადებების შემოწმება, ჩასწორება და rs-ზე ატვირთვა.
  • დღიური საბუთების წარმოება.
  •  თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;(სასურველია)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS word, MS Excel);
  • სადიტსრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • პროგრამა Fina-ს ცოდნა (სასურველია) 

 

უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგებზე ორიენტაცია;
  • პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

 

ანაზღაურება : 1 თვე-  800 ლარი ; 2 თვიდან  საშუალო ანაზღაურება 1000 ლარი, შემდგომი ხელფასის ზრდის პერსპექტივით.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge სათაურის ვერლში მითუთეთ პოზიციის სრულყოფილი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი