აუდიტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
20 სექ - 06 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: 0322 506 506

შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.  

 

ძირითადი მოვალეობები 

  • კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების მეთოდებისა და პროცესების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; 
  • კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემების ტესტირება, მათი ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება კომპანიის წინაშე არსებულ რისკებთან მიმართებაში; სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; 
  • კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულესა და სიზუსტეზე; 
  • განხორციელებული სამუშაოების შესახებ სამუშაო დოკუმენტების წარმოება და ა.შ.  

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან აუდიტის განხრით.  
  • შიდა ან გარე აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება,  
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; 
  • მაიკროსოფტის საოფისე კომპიუტერული  პროგრამების სრულყოფილი ცოდნა, სასურველია საბუღალტრო პროგრამის ORIS ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული  ენების ფლობა; 
  • კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;  
  • პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა. 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე 

  • ფოტოსურათი 3X4 1ც.;  
  • დიპლომის ასლი;  
  • პირადობის მოწმობის ასლი;   
  • სარეკომენდაციო წერილები 

 

მისამართზე: 

 
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; 

ტელ: 0322 506 506 (შიდა ნომერი 1575);  

 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  05/10/2022 წელი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. 

 

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.  

 

ბუღალტერია/ფინანსები
აუდიტი