დაცვისა და უსაფრთხოების ოფიცერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
25 სექ - 20 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სასტუმროთა ქსელი “Ambassadori” – „ამბასადორი“ აცხადებს ვაკანსიას  თბილისში არსებულ სასტუმროებში დაცვისა და უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მუდმივად აწარმოებს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა  და დასაქმებულებისათვის; 
  • უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა; 
  • მოახდინოს სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება,  
  • მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ კანონდარღვევაზე; 
  • სამაგალითო მომსახურებას უწევს სტუმრებს; 
  • სამუშაო საათებში მისი გარეგნობა და ჩაცმულობა შეესაბამება კომპანიისა და დეპარტამენტის წესებსა და რეგულაციებს; 
  • ზედმიწევნით ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს; 
  • საჭიროებისამებრ თანამშრომლობს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან; 

  

საჭირო მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ყურადღება დეტალების მიმართ; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; 
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები; 
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; 

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@ambassadori.com

 

გისურვებთ წარმატებას! 

უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი),
მაღაზიის/ობიექტის დაცვა