ფინანსური სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1500
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
20 სექ - 20 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვივო მედიქალ ჯგუფი  აცხადებს ვაკანსიას  ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე. 

ვივო მედიქალ ჯგუფი წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელშიც შემავალი კომპანიების ძირითადი საქმიანობა ორიენტირებული ჯანდაცვასა და მასთან დაკავშირებულ სერვისებთან. ჰოლდინგი მოიცავს თბილისში ლოკალიზებულ შემდეგ წამყვან სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო, ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკა და სხვება უფრო მცირე ზომის ორგანიზაციები. 

სათაო ოფისის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. N 1; 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე; 

ანაზღაურება: 1200 – 1500 ლარი (NET), განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად. 

 

ფუნქცია/მოვალეობები: 

  •  ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მოგება-ზარალის, ბალანსის, ფულის მოძრაობის ანგარიშგებები); 
  •  ფინანსური მონაცემების ანალიზი და ანალიტიკური რეპორტების მომზადება; 
  •  კვარტლური ფინანსური შედეგების პრეზენტაციის მომზადება PPT-ში; 
  •  წლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა; 
  •  ფინანსური პერიოდის დახურვაში მონაწილეობა; 
  •  აუდიტის პროცესში ჩართულობა; 
  •  სხვა სპეციალური რეპორტების მომზადება მენეჯმენტთან წარსადგენად. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •  ინგლისურ ენაზე მუშაობის შესაძლებლობა (რეპორტების მომზადება); 
  •  უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - კონცენტრაცია ფინანსები; 
  •  არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, ანალიზის, და/ან აუდიტის მიმართულებით; 
  •  კონსოლიდირებული ფინანასური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება; 
  •  IFRS სტანდარტების ცოდნა; 
  •  Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  •  Microsoft PowerPoint -ის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  •  ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად. 
     

 
პიროვნული კომპეტენციები და უნარები: 

  •  დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  •  ორგანიზებულობა; 
  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  •  ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  •  ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი. 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge.  

სათაურის (“subject”) ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ფინანსური სპეციალისტი“).  

გისურვებთ წარმატებას! 

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. 

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი),
ფინანსური მენეჯერი