კოორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 500 - 600
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
20 სექ - 20 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას „კოორდინატორის“ პოზიციაზე

ადგილმდებარეობა - დიღომი, ჩაჩავას 1

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:30-დან 17:30-მდე

ანაზღაურება - პირველი სამი თვე 500 ლარი, შემდეგ 600 ლარი

 
ძირითადი ფუნქციები: 

  •  მომხმარებლის დახვედრა და სწორი გადამისამართება; 
  •  მომხმარებლის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება; 
  •  პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული ამბულატორიული სერვისების შესახებ; 
  •  სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად. 

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •  უმაღლესი განათლება/სტუდენტი; 
  •  სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  •  გამართული მეტყველება ქართულად; 
  •  უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე). 

 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ „ TCH კოორდინატორი“  
 
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. 

 

სამედიცინო
რეგისტრატურა