სამშენებლო/ სარემონტო ზედამხედველი
თბილისი
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
  • 5 - 7 წლამდე
  • ინგლისური
20 სექ - 20 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დეკოლაინი  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მშენებლობა/რემონტის ზედამხედვევლი./პროექტის მენეჯერი. 

მდებარეობა: თბილისი, დ. თავხელიძის 1ა.  

სამუშაო გრაფიკი: სრული. / შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. 

 

კომპანიის შესახებ: 

სამშენებლო-სარემონტო კომპანია „დეკოლაინი“ ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება. 

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  https://decoline.ge/  

 

სამუშაოს მოკლე აღწერა: 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლი და გამოვლენილი დეფექტების შემთხვევაში დროული ღონისძიების ჩატარება. 
  • მშენებლობაში გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობების და მასალების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შემოწმება (ტექნიკური პასპორტები, სერტიფიკატები, და ა.შ.). 
  • სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების კონტრაქტორებთან ერთად შესრულებულ სამუშაოთა და კონსტრუქციულ ელემენტთა შეფასება, სამუშაოების მიღების აქტის გაფორმებამდე. 
  • სახელმწიფო ზედამხედველობის, სამშენებლო კონტროლის და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლობის კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება, პროექტთან შესაბამისობის გამოვლენის, მისი მშენებლობის ხარისხის, კომპლექსური გამოცდის და მიღების მიზნით. 
  • შესრულებული და ასანაზღაურებლად წარდგენილი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა მოცულობისა და ხარისხის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი. 
  •  მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი. 
  • ობიექტებზე არსებული ყველა შემსრულებლისთვის მუშაობის პროცესში საპროექტო სამშენებლო სამუშაოთა წარმოების დოკუმენტაციის/ჟურნალების მოთხოვნა და კონტროლი. სხვადასხვა ტიპის სამუშაოების შესრულების განმავლობაში: 
  • მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური ნორმების მოთხოვნის შესაბამისად ბეტონისა და არმატურის საკონტროლო ნიმუშების აღებისა და მათი ლაბორატორიული კვლევის უზრუნველყოფა. 
  •  სამუშაოების წარმოებისას გამოსაყენებელი კონსტრუქციული მასალების ლაბორატორიული კვლევის შედეგების შემოწმება და ანალიზი. 
  • ფარული სამუშაოების კონტროლი და შესაბამისი აქტების დადასტურება. 
  • მიმდინარე სამშენებლო და ფარული სამუშაოების ფოტოფიქსაცია. 
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულებების ანალიზი და შესრულებული სამუშაოების აქტების დადასტურება (ფორმა #2, ფორმა #3). 
  •  სამუშაოების შეფერხების ან უხარისხოდ შესრულების ან/და მათი საპროექტო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის, ან/და სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევის, ან/და ობიექტზე სამუშაოების წარმოების დროს წარმოქმნილი კონსტრუქციების ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში სამუშაოების შეჩერება და უშუალო ხელმძღვანელის მყისიერი ინფორმირება. 
  • სამუშაოების პროგრესის და გრაფიკის მუდმივი მონიტორინგი, შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისთვის სამოქმედო გეგმის რეკომენდაციის მიცემა. 
  • შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების კონტროლი სამშენებლო ობიექტზე. 
  • ყოველთვიურად დეტალური რეპორტის მომზადება. 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ ნათხოვნი, პოზიციასთან და ფუნქციებთან რელევანტური დამატებითი ფუნქციების შესრულება. 

 
საკვალიფკაციო მოთხოვნები, თვისებები და უნარები: 

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის მიმართულებით. 
  •  სამშენებლო სფეროში 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება. 
  • სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; 
  • სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 
  •  სავალდებულოა სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ისევე როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალების ზედმიწევნად ცოდნა,  
  • შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების ცოდნა, პოზიციისთვის რელევანტური სამშენებლო/საინჟინრო დოკუმენტაციის ზედმიწევნად წარმოების გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა  ჩაითვლება  უპირატესობად.  

 

სხვა აუცილებელი უნარები: 

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • ნახაზების წაკითხვის უნარი; 
  • არითმეტიკული აზროვნება; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი. 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • კონკურენტუნარიან სახელფასო  რეინჯს. 
  • მზრდად კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით; 
  • სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. 

 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV)  ელ. მისამართზე:  

CV@decoline.ge  სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება. 

კომპანია  დეკოლიანი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 

გისურვებთ წარმატებას! 

სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობა(ზოგადი),
უბნის ზედამხედველი/პრარაბი,
სამშენებლო პროექტების მართვა
მსგავსი განცხადებები
ამბროლაური, ბათუმი, ბოლნისი, გარდაბანი, ვანი, ლენტეხი, მარნეული, მესტია, ონი, საგარეჯო, სამტრედია, ქობულეთი, ქუთაისი, ცაგერი, ხულო