სადაზღვევო შემთხვევების  მომსახურების პირადი მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
20 სექ - 20 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ,,სადაზღვევო შემთხვევების  მომსახურების პირადი მენეჯერი“  პოზიციაზე.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;  
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;  
  • სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად; 

 

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:  

  • ონლაინ აპლიკაციით ატვირთული დოკუმენტაციის განხილვა/დარეგულირება; 
  • ასისტანსის სამსახურში შემოსული ზარების დარეგულირება: მიმართვების გადაგზავნა პროვაიდერ კლინიკებში; 
  • დაზღვეულებთან კონტაქტი  პირისპირ/სატელეფონო/მეილით; 
  • დაზღვეულთა მომსახურების მიღება/განხილვაში დახმარება ; 
  • მეტიკამენტებზე რეცეპტის გამოწერა/დარეგულირება; 
  • შესაბამისი ანგარიშის მომზადება და წარმოდგენა. 

 

პიროვნული მახასიათებლები: 

  • კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;  
  • ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; 
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;  
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა. 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@euroins.ge  და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  – სადაზღვევო შემთხვევების  მომსახურების პირადი მენეჯერი - ლათინური შრიფტით.  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 

წინამდებარე ვაკანსიის განცხადების შესაბამისად თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე ან სხვა დოკუმენტაცია (ერთად ან ცალცალკე) შესაძლოა შეცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების და განვითარების მიზნით. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამის ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის განცხადებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში). 

 

 

დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)