ბუღალტრის დამხმარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1000
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
20 სექ - 20 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო კომპანია MBG Rent აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე თბილისში.

 

კონკურსის ფორმა: გასაუბრება

 

მოვალეობები:

  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
  • ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების შედგენა და დაარქივება;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
  • პერიოდულ აღწერებსა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელფასების აღრიცხვა.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პროგრამა „ბალანსი“-ს ცოდნა და მუშაობის პრაქტიკული (არანაკლებ 1 წელი) გამოცდილება.
  • მთავარი ბუღალტრისგან მიღებული, სამუშაო სფეროსთან შესაბამისობაში არსებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

სამუშაო საათები და ანაზღაურება:

 ორშაბათი-პარასკევი - 10:00- 18:00

 ანაზღაურება: 800- 1000 ლარი (გამოცდილებიდან გამომდინარე);

 გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე (ანაზღაურებადი).

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mb.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტრის დამხმარე.

 

MBG Rent გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე