პიარის და მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
20 სექ - 20 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საერთაშორისო დერმატოლოგიური კლინიკა “კანი“  აცხადებს ვაკანსიას პიარის და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

მდებარეობა: ქ.თბილისი. სააკაძის დაღმართი N11
სამუშაო განრიგი: სრული


ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ბაზრის  კვლევა და კონკურენტების ანალიზი, მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება;
  • ქოფირაითინგი;
  • ციფრული მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და სოციალური მედიის ვებ-გვერდის მართვა;
  • გაყიდვების მუდმივი ანალიზი,ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
  • რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ  2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, პიარის ან სოციალური მედიის მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Office.);


პიროვნული თვისებები

  • კრეატიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა.


დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე: hr@kani.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "პიარის და მარკეტინგის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


გისურვებთ წარმატებებს!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი, ბათუმი