ობიექტის ზედამხედველ-ინსპექტორი რეგიონებში
ამბროლაური, ბათუმი, ბოლნისი, გარდაბანი, ვანი, ლენტეხი, მარნეული, მესტია, ონი, საგარეჯო, სამტრედია, ქობულეთი, ქუთაისი, ცაგერი, ხულო
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 5 - 7 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
19 სექ - 19 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საზედამხედველო-სამშენებლო კომპანია ეძებს ობიექტის ზედამხედველ ინსპექტორს (ინჟინერ-მშენებელი)

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება: ინჟინერ-მშენებელი
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
  • სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
  • სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
  • მართვის მოწმობა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტის ყოველდღიური მონიტორინგი და სამშენებლო სამუშაოების კონტროლი; მშენებლობის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების/დეფექტების დაფიქსირება და რეაგირება;
  • შესრულებული სამუშაოების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • ობიექტზე შემოტანილი მასალების, ნაკეთობების, კონსტრუქციების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მშენებლობის გრაფიკის კონტროლი;
  • შესრულების აქტების შემოწმება/დადასტურება;
  • ობიექტზე მიმდინარე ცვლილებების შესწავლა და დამუშავება;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

ობიექტები მდებარეობს რეგიონებში (როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში). 

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: info@icm.ge

სამშენებლო, უძრავი ქონება
ინჟინერი-არქიტექტორი,
მშენებლობა(ზოგადი),
უბნის ზედამხედველი/პრარაბი