ლაბორანტი
მცხეთა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • რუსული,ინგლისური
20 სექ - 19 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ფიდი“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.  

კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს. 

კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება. 

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე, ცვლადი გრაფიკით 

კვირაში 2 სამუშაო დღე 09:00 დან 18:00 საათამდე 

კვირაში 2 სამუშაო დღე 12:00 დან 21:00 საათამდე 

ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით 

სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (თბილისში მაცხოვრებელისთვის კომპანია უზრუნველყოფს  საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას/სამსახურში მიყვანას და უკან წამოყვანას) 

კვება:  ერთჯერადი კვება კომპანიის ხარჯზე 

ბენეფიტი: დაზღვევა 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ლაბორატორიაში ნებისმიერი სახის ინვენტარის აღრიცხვა და პერიოდული მონიტორინგი საჭიროებების გამოსავლენად; 
  • არსებული აპარატურის კარგად შესწავლა/ცოდნა; 
  • ნედლეულისა და მზა პროდუქტის ნიმუშების აღება დადგენილი წესის მიხედვით. მათი კვლევა/შეფასება, ფიზიკურ-ქიმიუირი ანალიზის ჩატარება (სამომავლოდ სწორი ტესტირების უზრუნველსაყოფად) და რეპორტების მართვა.   
  • ქიმიური მეთოდების შესწავლა, ცოდნა და შესრულება. 
  • ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ხსნარების მომზადება. 
  • ჰიგიენური ნორმების დაცვა და ხარვეზების დროული გამოვლენა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ზუსტი და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის (ქიმია/ბიოლოგია) მიმართულებით; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 

 

პიროვნული თვისებები: 

  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება; 
  • სწორი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტულობა; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი. 

 

 „ინვეტ ფიდი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022  წლის 19 ოქტომბრამდე.  

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებებს! 

სამედიცინო
ლაბორატორია/პათოლოგია