კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
19 სექ - 19 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა.ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.  

უნისონში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება; 
  • შეთავაზების მომზადება, შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება; 
  • არსებული მომხმარებლებისთვის სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზება;  
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაწევა; 
  • მომხმარებლების სადაზღვევო ანგარიშების მართვა და კონტროლი. 

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი 
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება 
  • სადაზღვევო ან საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად 
  • MS Office პროგრამების ცოდნა 
  • ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა 

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ  რეზიუმე  მეილზე:  vacancy@unison.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.    

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.  

„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ 

გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.  

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი  ცვლილება ან წაშლა.  

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)