ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური
19 სექ - 03 ოქტ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

ჩვენ ვართ კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 38 პროექტი და ამჟამად გვაქვს 19 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქიში ვეძებთ ბუღალტერს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

 

არქიში დასაქმებული ბუღალტრის ძირითადი ფუნქციები იქნება:

  •  ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
  •  ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
  •  ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
  •  ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
  •  საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
  •  საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  •  ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
  •  დადგენილ ვადებში დეკლარირება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  •  მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;
  •  სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
  •  საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  •  Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  აუცილებელია, ACCA-ს სერტიფიკატი (სასურველია, სრული კურსი);
  •  IFRS სტანდარტების ცოდნა;
  •  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

 

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2022 წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)