დისტრიბუტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
  • 1 - 2 წლამდე
25 სექ - 19 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 შპს  "ნეოფარმი +" აცხადებს ვაკანსიას  დისტრიბუტორის  პოზიციაზე. 

,,ნეოფარმი+“-ის ფარმაცევტული კომპანია აერთიანებს ფარმაცევტულ საწარმოს, 60-მდე ფილიალს(აფთიაქს) და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორიცაა: გორი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ.  კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: 10:00 დან 18:00 საათამდე 
ხელფასი - 1000 ლარი
ბენეფიტი - საწვავი, კვება, კომპანია უზრუნველყობს საბურავებისა და ზეთის ცვლილებას

 

მოთხოვნები:

  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციაში
  • ავტომობილის მართვის მოწმობა 
  • საკუთარი ავტომობილი

 

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ენერგიული, პუნქტუალური.
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • სასიამოვნო  და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგზავნოთ  რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ‘’დისტრიბუტორი“  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „ნეოფარმი+“-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“) შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე  განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. 

თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება  შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: hr@neopharmi.ge, ტელ:+995 577 545 097
კანდიდატის პერსონალური მონაცემების  გაგზავნით კანდიდატი  ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის  პერსონალური მონაცემი  შეგროვდეს, დამუშავდეს და  შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით.
„ნეოფარმი +“  გისურვებთ წარმატებას.

გაყიდვები
დისტრიბუცია