კურიერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1600 - 1600
  • 3 - 5 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
19 სექ - 19 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ჩემი წიგნი“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის  პოზიციაზე. ჩვენი კომპანია 6 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ლიდერია წიგნების საცალო გაყიდვების მიმართულებით. კომპანიის წარმატება სრულად დამოკიდებულია  ჩვენ საკურიერო სისტემაზე, რომელიც მომხმარებელს  მაღალი სტანდარტებით ემსახურება.  

„ჩემი წიგნი“  მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ  ექსკლუზიურ პროდუქტს, არამედ  ექსკლუზიურად მაღალი ხარისხის მომსახურებას.

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • სამსახურში თავის დროზე გამოცხადება;
  • სალარო აპარატის გასწორება, მიღება-ჩაბარების აქტების სისწორის გადამოწმება უშვალო ხელმძღვანელთან ერთად;
  • გზავნილი პროდუქტის (წიგნების) უსაფრთხო ტრანსპორტირება და დაუზიანებლად მიწოდება მომხმარებელთან;
  • უზრუნველყოს ტრანსპორტის გამართულად, წესების დაცვით და უსაფრთხოდ მართვა;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
  • პასუხისმგებლობის აღება თანხისა და სალარო აპარატის სისწორეზე;
  • უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკააცის ქონა ;


მოთხოვნები :

  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • ავტომობილისი მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ავტომობილის ტექნიკურად გამართული ქონა და ასევე ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • საკუთარი ავტომობილი, იჯარის და სხვა ტვირთის გარეშე;
  • განკუთვნილი რეგიონის თუ უბნების  ქუჩების კარგად ცოდნა ;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

 

ბენეფიტები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 
  • ანაზღაურება : 1600 GEL + მანქანის ცვეთის ხარჯი
  • წარჩინებული თანამშრომლების წამახალისებელი სისტემა
  • Fitpass
  • მეგობრული, სამართლიანი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  შემდეგ მისამართზე: vacancy@chemitsigni.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „კურიერი“

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ‘’ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის  და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანია „ჩემი წიგნი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადმინისტრაცია
კურიერი