სტრატეგიული ბიზნეს იუნითის უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
04 ოქტ - 19 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიური კომპანიას როგორც საქართველოს ასევე რეგიონის მასშტაბით TNET -ი ოპერირებს 4 ძირითადი მიმართულებით, ესენია: Lifestyle, E-commerce, Auto, Housing.
ჩვენი ციფრული პლატფორმები მოიცავს შემდეგ ვებ საიტებს: Livo.ge, Vendoo, TKT.ge, Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Swoop.ge
"TNET" აერთიანებს 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

TKT.ge - ს გუნდში ვეძებთ SBU (junior) სტრატეგიული ბიზნეს იუნითის უმცროს სპეციალისტს !

 

სამუშაო განაკვეთი: სრული 
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2 დღე) + 4 day off წელიწადში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ღონისძიებების ახალი  ორგანიზატორების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
  • ორგანიზატორების კმაყოფილებაზე ზრუნვა მათთვის სრულყოფილი სერვისის შეთავაზებით;
  • ორგანიზატორის მოთხოვნის და მიმართულებების მიხედვით ახალი ფუნქციონალის მოთხოვნა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • ღონისძებების ორგანიზებაში მონაწილეობის გამოცდილება (სასურველია);
  • ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.


პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
  • კომფორტულ, საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს

 

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tbcnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.  
 

TOP მენეჯმენტი
ბიზნესის განვითარება/სტრატეგია
მსგავსი განცხადებები
თბილისი, საზღვარგარეთ
თბილისი
თბილისი