ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900 - 900+ ბონუსი
24 სექ - 19 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია სტანდარტი + ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის პროდუქტის  შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებელთა ოპერატიული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურეობა;
  • შემოსულ შეტყობინებებზე (whatsapp-სა და viber-ში) და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • შეკვეთების მიღება და კომპანიის პროგრამა bao-ში შეტანა.

 

მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office); 
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
  • პუნქტუალურობა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურებადი სტაჟირება (ხელზე ასაღები) : 700 ლარი;
  • ხელფასი სტაჟირების შემდეგ (ხელზე ასაღები) : 900 ლარი + ბონუსი;
  • მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე , თ. ერისთავის ქუჩა #1;
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 10:00 სთ -18:00 სთ.

 
    დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  inbox.standarti@gmail.com.
    გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ადმინისტრაცია
მონაცემთა დამუშავების ოპერატორი