იურისტი/სტაჟიორი იურიდიულ საკითხებში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
19 სექ - 19 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„აქტივების მართვის“ სამსახური აცხადებს ვაკანსიას იურისტის და იურიდიულ საკითხებში სტაჟიორის პოზიციაზე;

 

იურისტის ფუნქცია -მოვალეობები:

  • მონაწილეობა სამართლებრივ დავებსა და სასამართლო განხილვებში;
  • სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის სარჩელების / საჩივრების ) შედგენა სხვადასხვა სახის წერილებისა და განცხადებების მომზადება;
  • სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოძიება და გამოთხოვნა შესაბამისი უწყებიდან და დაწესებულებებიდან;
  • სამართლებრივი შეფასება და კონკრეტულ საქმეზე დასკვნების მომზადება .

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშო გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • რუსული ან ინგლისური ენების დამაკმაყოფილებლად ცოდნა .

 

სტაჟიორის ფუნქცია -მოვალეობები:

  • პრაქტიკულად ისწავლიან იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, სარჩელების წერას, ხელშეკრულებების გაფორმებას;
  • გაივლიან ყველა იმ პროცედურას, რასაც გადიან ჩვენი კომპანიის იურისტები მიმდინარე საქმეებზე მუშაობის პროცესში: სარჩელის მომზადება, სარჩელის შეტანა, სასამართლოში საქმის წარმოება;
  • საშუალება ექნებათ დაესწრონ სასამართლო პროცესებს;
  • შეძლებენ, გაეცნონ შიდა ორგანიზაციულ სამართლებრივ სტრუქტურას და მიიღებენ მონაწილეობას შიდა იურიდიული საქმეების წარმოებაში.

 

მოთხოვნები:

  • იურიდიული განათლება; ( სტაჟიორის პოზიციაზე შესაძლებელია იურიდიული ფაკულტეტის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი)
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

სამუშაო საათები:

  • ორშაბათი - პარასკევი სრული სამუშაო განაკვეთი;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
  • სტაჟიორისთვის სამუშაო საათები და ანაზღაურება შეთანხმებით

 

ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ მოგვაწოდოთ CV(რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@collector.ge ასევე მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

იურიდიული
იურისტი,
სტაჟიორი (იურიდიული)