ჩამოსასხმელი დანადგარის ოპერატორ/მექანიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
19 სექ - 19 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას ,გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას .

ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში,თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში,  საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან  საქართველოს  ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში  წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით. 

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები,კანადა, ავსტრალია, იაპონია,  ისრაელი,არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა,  და ა.შ. 

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი 

ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს 

საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით. 

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com   ან Facebook გვერდზე georgias natural                                                                               

 

არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს  ტექნიკური სამსახურში, ჩამოსასხმელი დანადგარის ოპერატორ/მექანიკოსის პოზიციაზე. 

რომელიც უზრუნველყოფს მანქანა დანადგარების გამართულ მუშაობას . 

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი გურამიშვილის გამზირი  17 მ 

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 

დასვენება კვირაში 1 დღე 

 

ფუნქცია მოვალეობები 

  • ჩამოსასხმელი დანადგარის მართვა ექსპლუატაცია; 
  • დანადგარის პარამეტრების გადაწყობა დაგეგმილი ჩამოსხმის შესაბამისად; 
  •  ჩამოსხმის პროცესის მართვა და ჩანაწერების წარმოება; 
  • ჩამოსხმის დასრულების შემდეგ რეცხვების უზრუნველყოფა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • სასურველია   განათლება, ტექნიკური  მიმართულებით; 
  • საწარმოო დანადგარებთან (ჩამოსასხმელი, პრესი, ეტიკეტი, შესაფუთი) მუშაობის  გამოცდილება; 

 

უნარები 

  • მექანიკური აზროვნების უნარი 
  • ორგანიზებული 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა  
  • აქტიური რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა 

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com  და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ჩამოსასხმელი დანადგარის ოპერატორი. 

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. 

წარმოება/ოპერაციები
მექანიკოსი,
ხაზის ოპერატორი